დონალდ ტრამპი - აშშ ძალიან ახლოს არის ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან
დონალდ ტრამპი - აშშ ძალიან ახლოს არის ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ძალიან ახლოს არის ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებასთან. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტურნეს დროს განაცხადა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, თეირანი „გარკვეულწილად“ დათანხმდა პირობებს.

„ჩვენ ძალიან სერიოზულ მოლაპარაკებებში ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გასული კვირის ბოლოს აშშ-ის და ირანს შორის ომანში ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა, რის შემდეგაც მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.