დონალდ ტრამპი აშშ-ის მე-12 პრეზიდენტია, რომელსაც ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შეხვდება
დონალდ ტრამპი აშშ-ის მე-12 პრეზიდენტია, რომელსაც ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედს მომავალ კვირას მეორედ ეწვევა. შეხვედრა 13 ივლისს უინძორის სასახლეში შედგება. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, დონალდ ტრამპის გვერდით იქნება პირველი ლედიც.

აშშ-ის პრეზიდენტი ლონდონში ბრიუსელიდან ჩავა, სადაც ის მანამდე, 11-12 ივლისს ნატო-ს სამიტს დაესწრება.

დონალდ ტრამპი აშშ-ის მე-12 პრეზიდენტი იქნება, რომელსაც დედოფალი ელისაბედ მეორე ტახტზე ყოფნის 66-წლიან პერიოდში შეხვდება.

1945 წლიდან მოყოლებული, ერთადერთი გამონაკლისია აშშ-ის 36-ე პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მონარქი არ შეხვედრია.

აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი

აშშ-ის 34-ე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი

 აშშ-ის 37-ე პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი

აშშ-ის 38-ე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი

აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი

აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი

 აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი

აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა