დონალდ ტრამპი – არასდროს მითქვამს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში არ ჩარეულა

16:54, 18.02.2018

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, არასდროს უთქვამს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში არ ჩარეულა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში დაწერა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, მისი საარჩევნო გუნდისა და რუსეთის მთავრობის „კავშირის შესახებ გავრცელებული ცნობა“, რუსეთის მიერ გავრცელებული „ჭორი“ იყო.

„მე არასდროს მითქვამს, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში არ ჩარეულა. მე ვთქვი, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთი, ჩინეთი ან სხვა ქვეყანა თუ ჯგუფი, ან შეიძლება ეს იყო გენიოსი, რომელიც 400 კილოგრამს იწონის და საწოლში კომპიუტერთან ერთობოდა“, – წერს ტრამპი მიკრობლოგში.

https://twitter.com/realDonaldTrump/status/965202556204003328

მსგავსი