დონალდ ტრამპი - არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი, რომელმაც სამ წელიწად-ნახევარში იმდენი გააკეთა, რამდენიც მე
დონალდ ტრამპი - არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი, რომელმაც სამ წელიწად-ნახევარში იმდენი გააკეთა, რამდენიც მე

აშშ-ის საპრეზიდენტო დებატებზე საკუთარი კანდიდატურის უპირატესობებზე საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის მცდელობებისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, მისმა ადმინისტრაციამ მაინც მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც ვერც ერთმა სხვა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო.

„არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი თუ ადმინისტრაცია, რომელმაც სამ წელიწად-ნახევარში იმდენი გააკეთა რამდენიც მე. კოვიდამდე ჩვენ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვქონდა, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი, ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ კოვიდმა დაგვარტყა, თუმცა ახლა ხელახლა ვაშენებთ ეკონომიკას. მე თავიდან ავაშენე სამხედრო ძალები, მათ შორის კოსმოსური ძალები და ვეტერანების საქმეები მოვაწესრიგე, რომლებიც სრულიად არეული იყო ბაიდენის დროს“, – განაცხადა ტრამპმა.