დონალდ ტრამპი ანჯეი დუდას შეხვდა
თეთრი სახლის ცნობით, დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის დაწყების წინ შეხვედრა გამართეს.
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა შეხვედრის ფოტოები, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ტრამპმა დუდა ახსენა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, საუბრის დასაწყისში. ტრამპის თქმით, აფასებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი ესწრება კონფერენციას და აღნიშნა, რომ პოლონეთის ლიდერი არის „ფანტასტიკური ადამიანი“ და მისი „დიდი მეგობარი“.
Backstage at CPAC, President Trump met with President Andrzej Duda of Poland and reaffirmed our close alliance. President Trump also praised President @AndrzejDuda for Poland’s commitment to increase their defense spending. 🇺🇸🇵🇱 pic.twitter.com/KAim69RXoe
— The White House (@WhiteHouse) February 22, 2025