დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების  გაგზავნის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების გაგზავნის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ძალების  გაგზავნის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტება თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის, პატრიკ შანაჰანის განცხადების შემდეგ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ პენტაგონი ირანთან დაძაბული ვითარების ფონზე, ამერიკული ძალების უსაფრთხოებისთვის,  დამატებითი ძალების გაგზავნის საკითხს განიხილავს.

დონალდ ტრამპის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში შეიარაღებული ძალები გაიგზავნება იმ რაოდენობით, რამდენიც მიზანშეწონილი იქნება.

პრეზიდენტი განმარტავს, რომ ირანი ძალიან სახიფათო მოთამაშეა და მას შემდეგ, რაც აშშ ბირთვულ შეთანხმებას გამოეთიშა, თეირანი ცუდი მიმართულებით წავიდა. ქვეყანა განიცდის ფინანსურ პრობლემებს, რეკორდულად მაღალია ინფლაცია.