დონალდ ტრამპი – ახლახან დავასრულე უკრაინის პრეზიდენტთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი, ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვართ
WASHINGTON, DC - JANUARY 30: U.S. President Donald Trump talks to reporters from the Resolute Desk after signing an executive order to appoint the deputy administrator of the Federal Aviation Administration in the Oval Office at the White House on January 30, 2025 in Washington, DC. Trump also signed a memorandum ordering an immediate assessment of aviation safety and ordering an elevation of what he called “competence” over “D.E.I.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის განმარტებით, განხილვის დიდი ნაწილი დაეთმო ვლადიმერ პუტინთან გუშინდელ ზარს, რათა მოხდეს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების თვალსაზრისით შეთანხმება. მისივე თქმით, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება მალე გამოქვეყნდება.
„ახლახან დავასრულე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი. ის დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა. განხილვის დიდი ნაწილი ეფუძნებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, რათა მოხდეს რუსეთის და უკრაინის მოთხოვნების და საჭიროებების თვალსაზრისით შეთანხმება. ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვართ და მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ უოლცს, რომ ზუსტად აღწერონ განხილული საკითხები. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება“, – წერს ტრამპი.