დონალდ ტრამპი - ახლა, როდესაც ირანის მიერ „შექმნილი“ ბირთვული არსენალი მთლიანად განადგურდა, მნიშვნელოვანია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები შეუერთდნენ „აბრაამის შეთანხმებებს“
დონალდ ტრამპი - ახლა, როდესაც ირანის მიერ „შექმნილი“ ბირთვული არსენალი მთლიანად განადგურდა, მნიშვნელოვანია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები შეუერთდნენ „აბრაამის შეთანხმებებს“

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები „აბრაამის შეთანხმებებს“ შეუერთდნენ.

„ახლა, როდესაც ირანის მიერ „შექმნილი“ ბირთვული არსენალი მთლიანად განადგურდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანა შეუერთდეს „აბრაამის შეთანხმებებს“. ეს უზრუნველყოფს მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

„აბრაამის შეთანხმებები“ არის შეთანხმებების ერთობლიობა, რომელმაც უზრუნველყო დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება ისრაელსა და რამდენიმე არაბულ სახელმწიფოს შორის, დაწყებული არაბთა გაერთიანებული საამიროებით და ბაჰრეინით. 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში გამოცხადებული და 2020 წლის 15 სექტემბერს ვაშინგტონში ხელმოწერილი შეთანხმებები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შეერთებული შტატების შუამავლობით განხორციელდა. არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი პირველი არაბული ქვეყნები გახდნენ, რომლებმაც ოფიციალურად აღიარეს ისრაელი 1994 წელს იორდანიის მხრიდან აღიარების შემდეგ. მომდევნო თვეებში სუდანი და მაროკო ასევე შეთანხმდნენ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე.