დონალდ ტრამპი - აფრიკის ქვეყნებზე იმ ინფორმაციას რომ ფლობდეთ, რასაც სადაზვერვო სამსახურები მაწვდიან, ძალიან დაგწყდებოდათ გული
დონალდ ტრამპი - აფრიკის ქვეყნებზე იმ ინფორმაციას რომ ფლობდეთ, რასაც სადაზვერვო სამსახურები მაწვდიან, ძალიან დაგწყდებოდათ გული

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მშვიდობას და ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მისი მიზანი სწორედ ომების დასრულება და მშვიდობაა.

„აფრიკის კონტინენტზე იმდენი პრობლემაა, ამ ოთახში მყოფი ადამიანები ვერც წარმოიდგენთ. თქვენ რომ ფლობდეთ იმავე ინფორმაციას აფრიკის ქვეყნებზე, რასაც მე მაწვდიან სადაზვერვო სამსახურები, ძალიან გეტკინებოდათ გული ამხელა ძალადობის გამო. მინდა, აფრიკის ქვეყნებს მშვიდობა და სტაბილურობა ჰქონდეთ. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა და მჯერა, ამას მივაღწევთ. აშშ-ს მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღება აქვს, საუკეთესო ავიაგამანადგურებლები და რაკეტები. ჩემი სურვილი კი ისაა, რომ არასოდეს მოგვიწიოს ამ შეიარაღების გამოყენება ვინმეს წინააღმდეგ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.