დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენის საკითხსაც შეეხებოდა
დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენის საკითხსაც შეეხებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბარი უმეტესად მისალოცი ხასიათის იყო, თუმცა ლიდერებმა ბაიდენის საქმეზეც ისაუბრეს.

დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ თუ დადასტურდება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ბაიდენის საქმის გამოძიება მოსთხოვა, ეს იგივეა, რაც მოუწოდო უცხო ქვეყანას ჩაერიოს 2020 წლის არჩევნებში.

რამდენიმე ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკის შესთავაზა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებულ საქმეზე მის პირად ადვოკატთან ეთანამშრომლა.