დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ ზელენსკისთან ივლისში შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჰქონდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ ზელენსკისთან ივლისში შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჰქონდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ივლისში უკრაინის პრეზიდენტთან შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

რამდენიმე ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკის შესთავაზა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებულ საქმეზე მის პირად ადვოკატთან ეთანამშრომლა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ტრამპის ადვოკატს სურს, გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტს კავშირი კორუფციულ გარიგებასთან. ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი 2014 წელს კერძო გაზის კომპანიას „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა. ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.