დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში ხომალდს ცეცხლს გაუხსნის, აშშ ირანულ ხიდებსა და ელექტროსადგურებს დაბომბავს

17:22, 22.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ჰორმუზის სრუტეში ცეცხლს გაუხსნის თითოეულ ხომალდს, საპასუხოდ აშშ დარტყმას განახორციელებს ირანულ ხიდებსა და ელექტროსადგურებზე.

„ამიერიდან, ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ჰორმუზის სრუტეში ხომალდს ცეცხლს გაუხსნის — იქნება ეს რაკეტით, დრონით თუ ნებისმიერი სხვა მოწყობილობითა და იარაღით — შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს, მათ შორის იმ ობიექტებსაც, რომლებიც დედაქალაქ თეირანში ან მის სიახლოვეს მდებარეობენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მსგავსი