დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წლევანდელ არჩევნებში თუ დამარცხდება, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წლევანდელ არჩევნებში თუ დამარცხდება, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვა, ხედავს თუ არა საკუთარ თავს კვლავ საპრეზიდენტო კანდიდატად ოთხი წლის შემდეგ, თუ ის წელს ვერ გაიმარჯვებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ არა.
„არა, ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რაც იქნება, იქნება. მე ამას საერთოდ ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი იყო შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი 2017-დან 2021 წლამდე. ის იყრიდა კენჭს 2020 წლის არჩევნებშიც, თუმცა ჯო ბაიდენთან დამარცხდა. მიმდინარე წელს მისი მთავარი კონკურენტი ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი კამალა ჰარისია. შეერთებულ შტატებში არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.