დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში აშშ-სა და კანადას შორის ვაშინგტონისთვის წამგებიანი სავაჭრო შეთანხმება არსებობდა, რის გამოც შტატების მოქალაქეები მუდმივად ზარალდებოდნენ

18:54, 24.08.2026

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში აშშ-სა და კანადას შორის ვაშინგტონისთვის წამგებიანი სავაჭრო შეთანხმება არსებობდა, რის გამოც შტატების მოქალაქეები მუდმივად ზარალდებოდნენ. მისი თქმით, ასეთი რამ მომავალში აღარ გაგრძელდება და კანადურ საქონელზე 2027 წლიდან ტარიფები დაწესდება.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, კანადას უფრო სჭირდება აშშ, ვიდრე აშშ-ს კანადა.

„კანადა წლების განმავლობაში ატყუებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მათმა სასაცილოდ მაღალმა ტარიფებმა ჩვენს ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ცხოვრება შეუძლებელი გახადა დიდი ამერიკელი პატრიოტებისთვის და დიდი ხანია, შექმნა 60 მილიარდი დოლარის დეფიციტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ეს არ არის მდგრადი და მეტად აღარ იქნება! 2027 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დიდ და პატარა ავტომობილზე, სატვირთო მანქანაზე, ავტომობილის ნაწილებსა და ფოლადზე ტარიფები 50%-მდე გაიზრდება. თუ ისინი აშშ-ში იქნება წარმოებული, ტარიფები ნულოვანი იქნება. ვაჭრობის და სხვა მხრივაც, ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ერს წარმოადგენენ. თავს უფლებამოსილად გრძნობენ და მაინც, ჩვენ არ გვჭირდება კანადა, მათ ჩვენ ვჭირდებით. ისინი თავიანთი ბიზნესის 95%-ს აშშ-სთან ახორციელებენ, ჩვენთან კი პირიქით“, – წერს ის.

ცნობისთვის, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ კი კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს დოლარს დოლარზე გაათანაბრებს.

მსგავსი