დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი დიალოგი ჰქონდა და საუბრით კმაყოფილია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრით კმაყოფილია.
ტრამპის თქმით, ზელენსკისთან „კარგი დიალოგი ჰქონდა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს“.
ამასთან, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს.
„ჩვენ ვეხმარებოდით მათ და კვლავ განვაგრძობთ დახმარებას. სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება Patriot-ის სისტემების გადაცემის პერსპექტივას, ტრამპის თქმით, „ეს შესაძლებელია“.