დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ზარი „დიდი საქმეა“ და იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან ზარი „დიდი საქმეა“ და იმედოვნებს, რომ აშშ-ის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარი „დიდი საქმეა“.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ ხვალ, პუტინთან სატელეფონო საუბრისას განიხილავს უკრაინელი ჯარისკაცების მძიმე მდგომარეობას, რომლებიც, მისი თქმით, ამჟამად რუსული ძალების მიერ არიან გარშემორტყმული.

„ხვალ გავესაუბრები რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რათა ვიხსნათ ჯარისკაცები, რომლებსაც პრობლემები აქვთ. ისინი ალყაში არიან. ისინი რუსი ჯარისკაცების მიერ არიან გარშემორყმული. მათ რუსი ჯარისკაცები ახვევიათ გარს. რომ არა მე, ისინი აქ აღარ იქნებოდნენ. მე შევძელი, დამერწმუნებინა რუსები, რომ ამ მომენტში არაფერი მოემოქმედებინათ. ცუდი სიტუაციაა რუსეთში და ცუდი სიტუაციაა უკრაინაში. რაც უკრაინაში ხდება, არ არის კარგი, მაგრამ ვნახოთ, თუ შევძლებთ სამშვიდობო შეთანხმების, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევას. ვფიქრობ, შევძლებთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გამოხატა ოპტიმიზმი, რომ ორივე მხარე, აშშ-ის შუამავლობით, შეძლებს ცეცხლის შეწყვეტასა და საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.