დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო არ უხსენებიათ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო არ უხსენებიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ორშაბათს, მათი ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო არ უხსენებიათ.

ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციისა და მადუროს დაკავების შესახებ ტრამპს ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს კითხვა.

კითხვაზე, ახსენეს თუ არა ტრამპმა და პუტინმა მადურო 29 დეკემბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მათ ვენესუელის პრეზიდენტზე „საერთოდ არ უსაუბრიათ“.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტით „აღფრთოვანებული“ არ არის, რადგან „ის ძალიან ბევრ ადამიანს კლავს“, მაგრამ, ტრამპის განმარტებით, თავად უკრაინაში ომის შეჩერებას ცდილობს.