დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი მისი მეგობარია და თუ გაესაუბრება, უნგრეთმა, შესაძლოა, რუსული ენერგიის შესყიდვა შეწყვიტოს

00:32, 24.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მისი მეგობარია და თუ გაესაუბრება, უნგრეთმა, შესაძლოა, რუსული ენერგიის შეძენა შეწყვიტოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ის ჩემი მეგობარია. მე არ მისაუბრია მასთან, მაგრამ მაქვს განცდა, რომ თუ მას გავესაუბრები, ის შესყიდვას შეწყვეტს. და ვფიქრობ, რომ სწორედ ამას გავაკეთებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთიდან ენერგიის შეძენით „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს“. ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მანამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნების მიუხედავად, რუსულ ენერგომომარაგებაზე უარის თქმას არ აპირებს.

მსგავსი