დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „ალბათ ფავორიტი იქნება“ მომდევნო არჩევნებში მის შემცვლელად
FILE - Republican presidential nominee former President Donald Trump and Republican vice presidential nominee Sen. JD Vance, R-Ohio, attend the 9/11 Memorial ceremony on the 23rd anniversary of the Sept. 11, 2001 attacks, Wednesday, Sept. 11, 2024, in New York. (AP Photo/Yuki Iwamura, File)
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „ალბათ ფავორიტი იქნება“ მომდევნო არჩევნებში მის შემცვლელად.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა, რომ MAGA-ს მემკვიდრე ჯეი დი ვენსია, დონალდ ტრამპმა უპასუხა:
„სამართლიანობისთვის, ვფიქრობ, ის ვიცე-პრეზიდენტია. ვფიქრობ, მარკო რუბიო ასევე ისეთი ადამიანია, ვისაც, შესაძლოა, ჯეი დისთან რაიმე ფორმით ჰქონდეს ურთიერთობა. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ გვყავს შესანიშნავი ხალხი, ზოგიერთი მათგანი აქ სცენაზეა. ამიტომ, ცხადია, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, ის ნამდვილად შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ამ ეტაპზე ალბათ, ფავორიტი იქნებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.