დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ სუმზე რუსეთის იერიში იყო შეცდომა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქალაქ სუმზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიში იყო შეცდომა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში დაბრუნებამდე განუცხადა.
„ვფიქრობ, რომ ეს საშინელება იყო და მითხრეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. მაგრამ ვფიქრობ, ეს საშინელებაა. ვფიქრობ, მთელი ომი საშინელებაა. ვფიქრობ, ამ ომის დაწყება არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ეს ქვეყანა არასოდეს დაუშვებდა ამ ომის დაწყებას, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.
როდესაც ჟურნალისტმა სთხოვა, დაეზუსტებინა, გულისხმობდა თუ არა ტრამპი თავის კომენტარში, რომ თავდასხმა გამიზნულად არ მომხდარა, მან კიდევ ერთელ გაიმეორა, რომ ეს იყო შეცდომა.
„მათ შეცდომა დაუშვეს, მე მჯერა, რომ ასე იყო. თქვენ მათ უნდა ჰკითხოთ. ეს ბაიდენის ომია, ეს არ არის ჩემი ომი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.