დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ თეირანი საზღვაო მიმოსვლას კვლავ შეაფერხებს, ვაშინგტონმა შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს

00:52, 20.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი საზღვაო მიმოსვლას კვლავ შეაფერხებს, ვაშინგტონმა, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები, რომ სანქციები დავაწესოთ. გვაქვს ძალიან მკაცრი სანქციები და ვნახავთ, რა მოხდება. ამჟამად სრუტე ღიაა. ბევრი გემი გადის. შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე ეს მოძრაობა ცოტათი შენელდეს, მაგრამ ამჟამად ბევრი გემი გადის. საზღვაო ბლოკადამ ძალიან ეფექტურად იმუშავა“,- აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ირანი თანამშრომლობისთვის მზად არ იქნება, აშშ-ის სამხედრო ოპერაციები, შესაძლოა, გაგრძელდეს.

„ვნახავთ, რა მოხდება. ან ყველაფერი ძალიან კარგად დასრულდება და ნავთობის ფასები დაეცემა, ან ჩვენ გავაგრძელებთ ზუსტად იმას, რასაც ახლა ვაკეთებთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი