დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ომანი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ხელს შეუშლის, აშშ მას ბოლომდე დაბომბავს

17:11, 17.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ომანი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ხელს შეუშლის, აშშ მას ბოლომდე დაბომბავს.

„თუ ომანი მას ხელს შეუშლის, ჩვენ მას ბოლომდე დავბომბავთ“, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტთან, ტრეი იინგსტთან ინტერვიუში.

მედიის ცნობით, ტრამპის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ივნისში შეთანხმებული 60-დღიანი ვადა კონკრეტული გეგმების გამოცხადების გარეშე ამოიწურა. ტრამპმა ასევე დაადასტურა ინტერვიუში, რომ მისმა ადმინისტრაციამ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ პირდაპირი კავშირი დაამყარა, თუმცა თქვა, რომ შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს.

„ისინი პოკერის კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ კვდებიან. მე არ მაქვს დროის კონკრეტული გრაფიკი. არ ვჩქარობ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის „გუშაგთა კორპუსმა“ კაპიტუალციის თეთრი დროშა უნდა აღმართოს.

მსგავსი