დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ მექსიკიდან ნარკოტრაფიკი არ შემცირდება, სამხრეთის საზღვარს ჩაკეტავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკას მიგრანტებთან და ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ შემცირდება ქვეყნიდან ნარკოტიკული საშუალებების აშშ-ში შედინება, დონალდ ტრამპი სამხრეთის საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მექსიკას კარგი საიმიგრაციო კანონები აქვს, რითაც შეუძლია, დაეხმაროს აშშ-ს, საზღვარზე ვითარების რეგულირების მიმართულებით.
იმ შემთხვევაში, თუ მექსიკა ამ სახის დახმარების გაწევაზე ვაშინგტონს უარს ეტყვის, აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკურ საქონელზე, კერძოდ კი, მექსიკაში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებით იმუქრება.