დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ მექსიკიდან ნარკოტრაფიკი არ შემცირდება, სამხრეთის საზღვარს ჩაკეტავს

23:48, 04.04.2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკას მიგრანტებთან და ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად არ შემცირდება ქვეყნიდან ნარკოტიკული საშუალებების აშშ-ში შედინება, დონალდ ტრამპი სამხრეთის საზღვრის ჩაკეტვით იმუქრება.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მექსიკას კარგი საიმიგრაციო კანონები აქვს, რითაც შეუძლია, დაეხმაროს აშშ-ს, საზღვარზე ვითარების რეგულირების მიმართულებით.

იმ შემთხვევაში, თუ მექსიკა ამ სახის დახმარების გაწევაზე ვაშინგტონს უარს ეტყვის, აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკურ საქონელზე, კერძოდ კი, მექსიკაში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებით იმუქრება.

მსგავსი