დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტაილანდსა და კამბოჯას სურთ უთანხმოების მოგვარება და სავაჭრო შეთანხმებებს დიპლომატიური ზემოქმედების საშუალებად განიხილავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტაილანდსა და კამბოჯას სურთ უთანხმოების მოგვარება და სავაჭრო შეთანხმებებს დიპლომატიური ზემოქმედების საშუალებად განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაილანდსა და კამბოჯას სურთ უთანხმოების მოგვარება.

დონალდ ტრამპის თქმით, ის სავაჭრო შეთანხმებებს დიპლომატიური ზემოქმედების საშუალებად განიხილავს და მზადაა, ამ მექანიზმით ისარგებლოს კონფლიქტების მოსაგვარებლად.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის მოგვარებაზეც მუშაობს.

„დავურეკე ორივე პრემიერ-მინისტრს და ვუთხარი, რომ სავაჭრო შეთანხმებას არ გავაფორმებდი, თუ ომს არ დაასრულებდნენ. ბევრი ადამიანი იღუპება. ისინი იბრძვიან. მე ორივე პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე და ვფიქრობ, სურთ მოლაპარაკება. ვიცი, რომ ისინი დღეს ან ხვალ შეიკრიბებიან და ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავებთ. მარკო რუბიო და მისი ხალხი მუშაობენ. ვფიქრობ, ამ შეთანხმებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტაილანდსა და კამბოჯას შორის სასაზღვრო დაძაბულობა ფრონტის ხაზის რამდენიმე ადგილას ღია საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. ოთხდღიანი შეტაკებების შდეგად დაღუპულია, სულ მცირე, 33 ადამიანი, მათ შორის 13 სამოქალაქო პირი ტაილანდში, ხოლო რვა – კამბოჯაში. ათასობით პირს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. ტაილანდი და კამბოჯა ოთხდღიანი დაპირისპირების დასასრულებლად ხვალ, 28 ივლისს მალაიზიაში შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ. ორივე ქვეყნის დელეგაცია პრემიერ-მინისტრების დონეზე იქნება წარმოდგენილი.