დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, ფედერალური ბიუჯეტიდან ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსა და საზოგადოებრივი სამაუწყებლო სამსახურის დაფინანსება შეწყდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, ფედერალური ბიუჯეტიდან ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსა და საზოგადოებრივი სამაუწყებლო სამსახურის დაფინანსება შეწყდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს, ფედერალური ბიუჯეტიდან ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსა და საზოგადოებრივი სამაუწყებლო სამსახურის დაფინანსება შეწყდეს.

„მე მსურს ამის გაკეთება. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან უსამართლოა. ისინი ძალიან მიკერძოებულები არიან. მედიაში უკვე საკმარისი რაოდენობის ლიბერალური შინაარსია. ეს ფულის ფლანგვაა“, – განაცხადა დონალდ ტრაპმა.

როგორც „ბიბისი“ წერს, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა ეროვნული საზოგადოებრივი რადიოსა და საზოგადოებრივი სამაუწყებლო სამსახურის ხელმძღვანელების მოსმენა მოითხოვა სამთავრობო ეფექტიანობის ქვეკომიტეტის სხდომაზე. საინფორმაციო მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ჩვენებას ხვალ მისცემენ.