დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს აყვავებული ირანის ხილვა, თუმცა ბირთვული იარაღის ფლობის გარეშე
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სურს აყვავებული ირანის ხილვა, თუმცა ბირთვული იარაღის ფლობის გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს აყვავებული ირანის ხილვა, თუმცა ბირთვული იარაღის ფლობის გარეშე. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ არ მივცემთ მათ ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას. მინდა, რომ ირანი ყვაოდეს. მსურს, რომ იყვნენ დიდებულები. ერთადერთი რამ, რაც მათ არ შეუძლიათ, რომ ჰქონდეთ, არის ბირთვული იარაღი. მათ ეს ესმით“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი საჭიროების შემთხვევაში ასევე არ გამორიცხავს სამხედრო მოქმედებასაც ირანთან მიმართებაში.

„თუ საჭირო იქნება სამხედრო მოქმედება, ჩვენ ჩავრთავთ სამხედროებს. ისრაელიც ცალსახად ჩაერთვება ამაში, ამ პროცესის ლიდერი იქნება. მაგრამ ჩვენ არავინ გვიხელმძღვანელებს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.