დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სტივ უიტკოფმა ღაზის სექტორში შესანიშნავი შეხვედრები გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა შესანიშნავი შეხვედრები გამართა ღაზაში.
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მას ჰქონდა დიალოგი უიტკოფთან ღაზაში არსებული სიტუაციის შესახებ.
„უიტკოფს შესანიშნავი შეხვედრები ჰქონდა ბევრ ადამიანთან, ძირითადი შეხვედრები ეხებოდა საკვების საკითხს. მას ასევე ჰქონდა რამდენიმე სხვა დიალოგი, რაზეც მოგვიანებით გესაუბრებით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის საკვების განაწილების ცენტრები დაათვალიერა. მისივე თქმით, ღაზაში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მიზანი დონალდ ტრამპისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ წარმოდგენის შექმნა იყო.