დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს

17:03, 16.05.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის შეწყვეტის განსახილველად, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაურეკოს.

„ჩვენ უნდა შევხვდეთ. მე და ის შევხვდებით. ვფიქრობ, მოვაგვარებთ. ან იქნებ – ვერა, ყოველ შემთხვევაში, გავიგებთ. თუ ვერ მოვაგვარებთ, ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, როგორც კი ამის ორგანიზების შესაძლებლობა იქნება.

მსგავსი