დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, პაკისტანში ჩავიდეს, თუ ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, შესაძლოა, პაკისტანში ჩავიდეს, თუკი ირანთან შეთანხმებას ხელი იქ მოეწერება.
ამასთან, ირანულმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი პაკისტანში ორშაბათს, 20 აპრილს გაიმართება.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ოპტიმიზმი ირანთან შეთანხმების მიღწევაზე.
„ჩვენ ძალიან კარგი დისკუსიები გვქონდა და ძალიან კარგი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ ვნახოთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გაგრძელდება ამ უქმეებზეც. ბევრი კარგი რამ ხდება, ეს მოიცავს ლიბანსაც“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, როდესაც შეთანხმება გაფორმდება, ირანულ პორტებზე ბლოკადა მოიხსნება.