დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნიკოლას მადუროს ესაუბროს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ნიკოლას მადუროს ესაუბროს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ესაუბროს ვენესულის ლიდერს, ნიკოლას მადუროს, რათა ადამიანები გადარჩნენ.

ტრამპის თქმით, აშშ-ში მილიონობით ადამიანის გაგზავნით ვენესუელა უამრავ პრობლემას ქმნის.

„შეიძლება, მასთან საუბარი გავმართო, ვნახოთ. მათ სხვადასხვა თანამშრომელთან ვენესუელაზე საუბარი გვაქვს. თუ ჩვენ შეგვიძლია სიცოცხლის გადარჩენა, თუ ჩვენ შეგვიძლია საქმეების მარტივად გაკეთება, ეს კარგია. თუ ეს რთული გზით უნდა გავაკეთოთ, ესეც კარგია. მე გეტყვით, რა არის მიზანი. თქვენ ალბათ უნდა იცოდეთ, რა არის მიზანი, მათ ბევრი პრობლემა შექმნეს და მილიონობით ადამიანი გამოგზავნეს ჩვენს ქვეყანაში. ისინი ალბათ ყველაზე დიდი მოძალადეები იყვნენ ტრენ დე არაგუასა და ყველა სხვა ადამიანთან ერთად. მათ გახსნეს ციხეები და აშშ-ში გამოუშვეს ნარკოდილერები, ნარკობარონები, პატიმრები. ჩვენ კი ამით უკმაყოფილოები ვართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.