დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, კანადას დღესვე დაუწესოს საპასუხო ტარიფები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, კანადას ამერიკულ რძესა და ხე-ტყის ექსპორტზე ტარიფების საპასუხოდ ტარიფები დღესვე დაუწესოს.
მისი თქმით, კანადა ამერიკულ საქონელზე ტარიფებს თუ არ გააუქმებს, შეერთებულმა შტატებმა, შეიძლება, საპასუხო ზომებს დღესვე მიმართოს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა, რომ ის მზად არის, გააფართოოს ტარიფები პარტნიორებთან მიმართებაში, თუ ის არ დაინახავს ცვლილებებს სავაჭრო პოლიტიკაში.
„ძალიან უსამართლო იყო ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ეკონომიკური თვალსაზრისით, ფინანსური და სავაჭრო თვალსაზრისით. ჩვენ აბსოლუტურად გაგვძარცვა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ“, – განაცხადა ტრამპმა.