დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, ამერიკამ სირიის წინააღმდეგ სანქციები შეამსუბუქოს.
„შესაძლოა, ეს მოხდეს, რადგან გვინდა, რომ მათ ახალი დასაწყისის შანსი მივცეთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპის თქმით, სირიის წინააღმდეგ სანქციების შესახებ მას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესაუბრა.
„ამის შესახებ მკითხეს, რადგან ის ფორმა, რომლითაც სანქციები დავუწესეთ, მათ დიდ შანსს არ აძლევს. ამიტომ, გვინდა, ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ დასახმარებლად“, – განაცხადა ტრამპმა.