დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს მკაცრი პასუხი ექნება, თუ ირანის უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას გააძლიერებენ

10:39, 05.01.2026
President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს მკაცრი პასუხი ექნება, თუ უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას გააძლიერებენ.

„ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას, როგორც წარსულში აკეთებდნენ, ვფიქრობ, ძალიან მწარედ დაისჯებიან შეერთებული შტატების მხრიდან“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დაღუპული დემონსტრანტების შესახებ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრაციები ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო მთელ ქვეყანაში და ძალადობრივ დაპირისპირებებში გადაიზარდა დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის.

მსგავსი