დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სენატორ ლინდსი გრემის გარდაცვალებაში „რაიმე საეჭვოს ვერ ხედავს“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემის გარდაცვალებაში რაიმე საეჭვოს ვერ ხედავს.
ტრამპმა აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, სენატორს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ კი, არტერიებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.
„მას ნამდვილად ჰქონდა ეს პრობლემა. სამწუხაროა, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მეტ ყურადღებას არ აქცევდა. მსგავსი მდგომარეობის დროულად აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია და როდესაც ეს ხდება, ხშირად უკვე ძალიან ცოტა რამაა შესაძლებელი“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გარდაცვალებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.
„მე აქ ვერაფერ კრიმინალურს ვერ ვხედავ. ვიცი, რომ ვრცელდება სხვადასხვა შეთქმულების თეორია, მაგრამ ამ საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო თუ იძიებს, ვფიქრობ, დროის ფუჭი ხარჯვაა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, არ გამორიცხავს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას, რაც ლინდსი გრემის ინიციატივა იყო. მისი თქმით, საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია.
„ვიცი, რომ ლინდსის ეს ძალიან სურდა. ვფიქრობ, კანონმდებლებმა შესაძლოა, კანონპროექტში ირანიც დაამატონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ასე მოხდება. ასევე შეიძლება, დაემატოს „ჰეზბოლაც“, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინმე თუ ამ ორგანიზაციასთან საქმიან ურთიერთობას აწარმოებს, კანონის მოქმედების ქვეშ მოექცევა. ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, რადგან სწორედ მისი ინიციატივა იყო. ის ამ საკითხს ყველაფერზე მეტად ცდილობდა. იცით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მისთვის. არსებობს კარგი შანსი, რომ კანონპროექტი მიღებული იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
71 წლის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 12 ივლისს გარდაიცვალა.