დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ვიეტნამი აშშ-ს სრულ წვდომას მისცემს სავაჭრო ბაზრებზე, რაც, მისივე თქმით, აქამდე არასდროს ყოფილა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ვიეტნამი აშშ-ს სრულ წვდომას მისცემს სავაჭრო ბაზრებზე ვაჭრობისთვის, რაც აქამდე არასდროს ყოფილა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვიეტნამი გახსნის ბაზარს შეერთებული შტატებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონი შეძლებს ვიეტნამში პროდუქციის ნულოვანი ტარიფით გაყიდვას.
„ჩემთვის დიდი პატივია, გაცნობოთ, რომ ვიეტნამის კომუნისტური პარტიის უაღრესად პატივცემულ გენერალურ მდივანთან, ტო ლამთან საუბრის შემდეგ ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან სავაჭრო შეთანხმებას მივაღწიე. ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი შეთანხმება. პირობები ითვალისწინებს, რომ ვიეტნამი შეერთებულ შტატებს გადაუხდის 20-პროცენტიან ტარიფს ჩვენს ტერიტორიაზე გაგზავნილ ნებისმიერ საქონელზე და 40-პროცენტიან ტარიფს – ნებისმიერ გადაზიდვაზე. გენერალურ მდივან ტო ლამთან ურთიერთობა, რაც პირადად მე მქონდა, უდიდესი სიამოვნება იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.