დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ აშშ-ის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მისი კომენტარები ხსნარის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ სარკაზმი იყო.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბოლო ბრიფინგისას თავის სამედიცინო ჯგუფს სადეზინფექციო ხსნარის სამკურნალოდ გამოყენების შესაძლებლობების შესწავლისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო ხსნარის არამიზნობრივი მოხმარების შედეგად, აშშ-ის სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე ასობით ზარი შევიდა.