დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს ადრე საბჭოთა კავშირი ერქვა, თუმცა ავღანეთში სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის გამო, „შემცირება“ მოუწია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს ადრე საბჭოთა კავშირი ერქვა, თუმცა ავღანეთში სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის გამო, „შემცირება“ მოუწია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთს ადრე საბჭოთა კავშირი ერქვა, თუმცა ავღანეთში სამხედრო კამპანიაში მონაწილეობის გამო, „შემცირება“ მოუწია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში იტალიის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სირიაში თურქეთის ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც ჩანს, ქურთები თურქეთიდან უკან იხევენ. სირიას კი სავარაუდოდ ეყოლება პარტნიორი რუსეთის სახით. მე მათ ყველას წარმატებას ვუსურვებ. თქვენ იცით, რუსეთი იყო ჩართული ავღანეთში. მაშინ საბჭოთა კავშირი ერქვა. ახლა მას რუსეთი ჰქვია იმ მიზეზით, რომ იმდენად ბევრი ფული დაკარგეს ავღანეთში, მათ შემცირება მოუწიათ, ძალიან ბევრით შემცირება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.