დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობის ფასი მაშინ დაეცემა, როდესაც ირანის წინააღმდეგ ომს მოიგებს

10:00, 08.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როდესაც ირანის წინააღმდეგ ომს მოიგებს, ნავთობის ფასი მაშინვე დაეცემა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ნავთობის ფასი ერთ გალონზე ორ დოლარამდე დაეცემა.

„ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემა, როგორც ყველაფერი დანარჩენი ეცემა, თუმცა კიდევ უფრო მეტად, როდესაც ირანთან ომს მოვიგებთ. სამი დოლარი გალონზე, მაგრამ, საბოლოოდ, გალონზე ორ დოლარზე ნაკლები იქნება. ეს ყველაფერი სწრაფად მოხდება და ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი