დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდობის აღსადგენად, დიდი ალბათობით, სამხედროების გამოყენება არ დასჭირდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში მშვიდობის აღსადგენად, დიდი ალბათობით, სამხედროების გამოყენება არ დასჭირდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის აღსადგენად, დიდი ალბათობით, სამხედროების გამოყენება არ დასჭირდება.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ მას ძალიან სერიოზული შესაძლებლობები აქვს სიტუაციის დასტაბილურებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული გვარდიის გარდა, სხვა რესურსების გამოყენებაც შეუძლია, თუმცა როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ნიუსმაქსის“ ეთერში აღნიშნა, სამხედროების გამოყენება დიდი ალბათობით საჭირო არ გახდება.

ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ქალაქები და შტატები მშვიდობის შესანარჩუნებლად სათანადო ზომებს თავად არ მიიღებდნენ, მაშინ წესრიგის დამყარებას აშშ-ის სამხედრო ძალებს დაავალებდა. ქვეყნის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ მიდგომას მხარს არ უჭერს. ტრამპის ეს განცხადება გააკრიტიკა თავდაცვის ყოფილმა მდივანმაც, ჯეიმს მეტისმა.

აშშ-ში უკვე კვირაზე მეტია, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებიც ძალადობასა და ძარცვაში გადაიზარდა. დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოყვა.