დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინმა პირობა შეასრულა და ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაზე იერიში არ მიუტანია – ეს იყო კვირიდან კვირამდე, მან პირობა შეასრულა, ეს ბევრს ნიშნავს

02:30, 04.02.2026
WASHINGTON, DC - MARCH 31: U.S. President Donald Trump gestures while speaking during an executive order signing event in the Oval Office of the White House on March 31, 2025 in Washington, DC. Trump has signed an executive order against ticket scalping and reforming the live entertainment ticket industry. (Photo by Andrew Harnik/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა პირობა შეასრულა და ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე იერიში არ მიუტანია.

„ეს იყო კვირიდან კვირამდე, ყველაფერი გაიხსნა და მან გუშინ ღამით ძლიერი დარტყმა განახორციელა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, როდესაც მას გუშინ განხორციელებული რუსული თავდასხმის შესახებ ჰკითხეს.

ტრამპის თქმით, პუტინი არ არღვევდა თავის ვალდებულებას უკრაინის დედაქალაქზე ახალი თავდასხმების განხორციელებით.

„მან პირობა შეასრულა. ეს ბევრს ნიშნავს. იცით, ერთი კვირა არის – ჩვენ ყველაფერს მივიღებთ, რადგან იქ ძალიან, ძალიან ცივა, მაგრამ ეს კვირა იყო და კვირიდან კვირამდე გაგრძელდა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისურვებდა, რომ პუტინს პაუზა გაეგრძელებინა.

„მე ამას ვისურვებდი. მინდა, რომ მან ომი დაასრულოს“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი