დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შეხვდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იაპონიის ქალაქ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ ფარგლებში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შეხვდება. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„მე მინდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მინდა ჩინეთთან ურთიერთობების დალაგება და ვფიქრობ, ჩვენ ამას ვიზამთ. მე მათ ორივეს შევხვდები მომავალ კვირას იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინის ორმხრივი შეხვედრების განრიგი ჯერ შედგენილი არ არის.

ოსაკაში „დიდი ოცეულის“ ლიდერების შეხვედრა 28-29 ივნისს გაიმართება.