დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო მოიერიშე ხომალდის ბორტზე იმყოფება და მის ფოტოს ავრცელებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიკოლას მადურო მოიერიშე ხომალდის ბორტზე იმყოფება და მის ფოტოს ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ამჟამად Wasp კლასის ამფიბიური მოიერიშე ხომალდის, „ივო ჯიმას“ ბორტზე იმყოფება.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ნიკოლას მადუროს ფოტოს ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა წარმატებით განახორციელა დარტყმა ვენესუელისა და ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს, სილია ფლორესს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.