დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაზე გაიმართება

02:21, 09.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ტრამპი წერს, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.

ცნობისთვის, მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ადგილად განიხილება არაბთა გაერთიანებული საამიროები, უნგრეთი, შვეიცარია და რომი.

მსგავსი