დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე პრაიმერიზში ყველა შტატში გაიმარჯვებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე პრაიმერიზში ყველა შტატში გაიმარჯვებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აშშ-ში მიმდინარე პრაიმერიზში ყველა შტატში გაიმარჯვებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსის“ დილის პროგრამის ერთ-ერთ გადაცემაში თავისი რესპუბლიკელი ოპონენტის, ნიკი ჰეილის გასაკრიტიკებლად დარეკა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ნიკი ჰეილიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის დამარცხებისთვის საუკეთესო კანდიდატია და ამის დასამტკიცებლად გამოკითხვების შედეგებზე საუბრობდა.

დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში აღნიშნულ გამოკითხვებს ტყუილი უწოდა.

„მან იცის, რომ ეს სიცრუეა. ის ბაიდენთან გამოკითხვებში მარცხდება. ამას მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს ყველა შტატს მოვიგებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს. ამერიკელები 15 შტატში ერთდროულად იღებენ მონაწილეობას პრაიმერიზში და არჩევენ საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს.