დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მესამე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრა სურს, თუმცა ამ საკითხში კანონი ძალიან მკაცრია

10:41, 12.08.2026

დონალდ ტრამპმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით კენჭისყრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონი ამ საკითხში ძალიან მკაცრია.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ კანონია ძალიან მკაცრი.

„ყველა მისვამს ამ კითხვას. თქვენც იცით, რომ კანონი ამ საკითხში ძალიან მკაცრია. მინდოდა, კენჭი მეყარა, მაგრამ კანონია ძალიან მკაცრი“, – უპასუხა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების მიხედვით, პირი აშშ-ის პრეზიდენტად მხოლოდ ორი ვადით აირჩევა.

მსგავსი