დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მეორადი სანქციები დაუწესდებათ იმ ქვეყნებსა და კომპანიებს, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მეორადი სანქციები დაუწესდებათ იმ ქვეყნებსა და კომპანიებს, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მეორადი სანქციები დაუწესდებათ იმ ქვეყნებსა და კომპანიებს, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ.

სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ „ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც ნებისმიერი რაოდენობის ნავთობს ან ნავთობქიმიურ პროდუქტს შეიძენს ირანიდან, დაუყოვნებლივ დაექვემდებარება მეორად სანქციებს“.

„მათ აეკრძალებათ ნებისმიერი საქმიანობის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ და ირანი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ბირთვული პროგრამის შემცირების შესახებ. აღნიშნული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მომდევნო შეხვედრა გადაიდო „ლოჯისტიკური მიზეზების გამო“.