დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონფლიქტის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსკოვთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კიევთან
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონფლიქტის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსკოვთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კიევთან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსკოვთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე კიევთან.

ტრამპის თქმით, პუტინის პოზიციაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი ამჟამინდელი საბრძოლო დინამიკის პირობებში უკრაინას დაბომბავდა. ტრამპის თქმით, კიევმა უნდა იაქტიუროს და სამშვიდობო შეთანხმებისკენ იმუშაოს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ რუსეთთან, მაგრამ ახლა ისინი ჯოჯოხეთურად ბომბავენ უკრაინას, და უკრაინასთან, გულახდილად რომ ვთქვა, უფრო რთულია ურთიერთობა, და მათ არ აქვთ კოზირები“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინს ხელში „ყველა კოზირი“ უჭირავს.

„საბოლოო შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით, შეიძლება უფრო ადვილი იყოს რუსეთთან ურთიერთობა, რაც გასაკვირია, რადგან მათ ყველა კოზირი აქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა.