დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ელოდება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ელოდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას ელოდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, რამდენიმე ახალი სავაჭრო შეთანხმება თითქმის მზადაა.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი სავაჭრო შეთანხმებები. რაც საჭიროა, არის წერილების გაგზავნა. ვფიქრობ, რამდენიმე ახალი სავაჭრო შეთანხმება გვექნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს.