დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბენზინის ფასების ოდნავ გაზრდა და ამ საკითხზე შეშფოთებას არ განიცდის
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბენზინის ფასების ოდნავ გაზრდა და ამ საკითხზე შეშფოთებას არ განიცდის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აწუხებს ირანის კონფლიქტის გაფართოებით გამოწვეული ფასების ზრდა აშშ-ში.

როგორც დონალდ ტრამპმა „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის პრიორიტეტი აშშ-ის სამხედრო ოპერაციაა.

„ამასთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ მაქვს. ის ძალიან სწრაფად დაეცემა, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება. თუ გაიზრდება – გაიზრდება, მაგრამ ეს სამხედრო ოპერაცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბენზინის ფასების ოდნავ გაზრდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.